სუპერგმირი

მათე გოგრიჭიანი

🥇 მათე გოგრიჭიანი

კატეგორია - 🦸‍♂️ სუპერმენი
დრო - 6.81 წამი
რიგი - 5

სუპერგმირი

ანამარია ციცაგი

🥇 ანამარია ციცაგი

კატეგორია - 🦸‍♀️ სპაიდერმენი
დრო - 13.83 წამი
რიგი - 5

🌟 სუპერძალის სავარჯიშოს გამოყენების ინსტრუქცია

გამარჯობა, სუპერგმირო!
მზად ხარ, სწრაფად და სწორად დაითვალო, როგორც ნამდვილმა ჯადოქარმა? თუ კი, მაშინ მოდი ვივარჯიშოთ ერთად!

📌 1. აირჩიე სირთულე, ანუ შეარჩიე შენი გმირი:

🦇 ბეტმენი — მარტივი დავალებები (1-დან 9-მდე ციფრები)

🕷️ სპაიდერმენი — საშუალო სირთულე (ათეულები 10, 20, 30… ან წყვილი ორნიშნა რიცხვები 11, 22, 33…)

🦸‍♂️ სუპერმენი — რთული დავალებები (ორნიშნა შერეული რიცხვები)

👉 უბრალოდ დააწკაპუნე იმ გმირზე, რომლის არჩევაც გადაწყვიტე.

⏱️ 2. დააყენე სიჩქარე მილიწამებში (რაც უფრო დიდ რიცხვს ჩაწერ, მით უფრო დიდი ხნით გამოჩნდება რიცხვი ეკრანზე).
👉 მაგალითად, “1000” ნიშნავს წამში ერთი რიცხვის/ციფრის გამოჩენას. “500” ნახევარ წამში ერთი რიცხვის/ციფრის გამოჩენას და ა.შ.

👉 რიგი ნიშნავს იმას, თუ რამდენი რიცხვი/ციფრი გსურს, რომ ერთმანეთს დაემატოს ან გამოაკლდეს. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტ რიგს ირჩევ, მით უფრო რთულ დავალებას ასრულებ.

▶️ 3. დააჭირე “დაწყებას” როცა მზად იქნები.

ეკრანზე სწრაფად გამოჩნდება რიცხვები.

შეეცადე დაიმახსოვრო ყოველი მათგანი და სწორად შეასრულო მოქმედებები.

🔢 4. როცა რიცხვების ჩვენება დასრულდება, გამოჩნდება წარწერა: „რა მიიღე?“

“შენ პასუხში” ჩაწერე ის რიცხვი/ციფრი, რაც მიიღე. 

დააჭირე ყვითელ ღილაკს: შემოწმება.

🎉 5. თუ სწორად გამოთვალე — ყოჩაღ!
მიიღებ მწვანე შეტყობინებას და პატარა მედალს 🎖️

თუ შეცდი — არაუშავს, გაჩვენებს სწორ პასუხს და შეგიძლია თავიდან სცადო.

💡 რჩევები:
დააკვირდი რიცხვებს ყურადღებით.

არ იჩქარო, ივარჯიშე ყოველდღე — და მალე გახდები მენტალური არითმეტიკის სუპერგმირი!

📍თუ დააკვირდები შეამჩნევ, რომ სწორი პასუხის შემდეგ შეგიძლია შენი მიღწევების ნახვაც, ანუ რამდენ ხანში ამოხსენი მაგალითი და რამდენ რიგად. ეს დაგეხმარება, რომ შენი შედეგები დაიმახსოვრო და გააუმჯობესო.

“სკოლა იკიგაი” წარმატებებს გისურვებს!