რა არის აბაკუსი / სორობანი?
“სორობანი” საანგარიშო ინსტრუმენტია, რომელიც იაპონიაში მე-14 საუკუნიდან გამოიყენება
მენტალურ არითმეტიკაში მათემატიკური ოპერაციის შესრულებას ბავშვები სწორედ მისი გამოყენებით სწავლობენ
თავდაპირველად პატარები მასზე ფიზიკური შეხებით (ჩხირებზე კოჭების გადაადგილებით) ანგარიშობენ, დროთა განმავლობაში კი მისგან თავისუფლდებიან და “სორობანი” მათ წარმოსახვაში რჩება
სორობანზე ანგარიში ავითარებს წვრილ მოტორიკას, ბავშვი კი, რომელსაც წვრილი მოტორიკა გამოკვეთილად მაღალ დონეზე აქვს განვითარებული, გამოირჩევა მსჯელობის, კონცენტრაციის, კოორდინაციის და წარმოსახვის კარგი უნარით
