პროგრამა

მენტალური არითმეტიკის პროგრამა მოიცავს 10 დონეს. თითოეული დონის დასრულებას საშუალოდ 16 კვირა სჭირდება. იმისთვის, რომ ბავშვმა პროგრამა შესაბამის დროში და შესაბამისი შედეგებით დაასრულოს, აუცილებელია ყოველდღიური 10 წუთიანი საშინაო დავალებების შესრულება.

პროგრამის ფარგლებში ბავშვები ეტაპობრივად სწავლობენ: მიმატებას, გამოკლებას, გამრავლებას, გაყოფას, პროცენტების გამოთვლას და რიცხვების ხარისხში აყვანას.

😯 რა მოხდება თუ ბავშვს მენტალური არითმეტიკის წრეზე ვატარებთ?

1️⃣ ზეპირი მათემატიკური უნარების განვითარება – პროგრამაში ჩართული ბავშვები, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ, ზეპირად ისეთ მოქმედებებს ასრულებენ, როგორიცაა: შეკრება, გამოკლება, გამრავლება და გაყოფა.
2️⃣ კონცენტრაციისა და ფოკუსირების გაძლიერება – ზეპირ მაგალითებზე ვარჯიში ბავშვებს ეხმარება დიდი ხნის განმავლობაში კონცენტრაცის შენარჩუნებასა და ფოკუსირებაში, რაც მათ ზოგად აკადემიურ მოსწრებაზე დადებითად აისახება.
3️⃣ პრობლემების გადაჭრის უნარის განვითარება – მენტალური არითმეტიკის პროგრამა ხელს უწყობს პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებას. ბავშვები მუდმივად მუშაობენ მათემატიკური მაგალითების გადაწყვეტაზე, რაც ხელს უწყობს კრიტიკული, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას.
4️⃣ თავდაჯერებულობა და თვითშეფასება – პროგრამა უმარტივეს მოქმედებებზე ვარჯიშით იწყება, რაც ბავშვებს ეხმარება თავდაჯერებულობისა და თვითშეფასების ამაღლებაში. რეგულარული მეცადინეობების შედეგად მიღწეული პატარ-პატარა გამარჯვებები თვითრწმენის გამყარებას უწყობს ხელს.
5️⃣ ტვინის განვითარება – პროგრამა სპეციალურადა შექმნილი ტვინის განვითარების სტიმულირებისთვის, მასში გამოყენებული გონებრივი სავარჯიშოები მიზნად ისახავს ტვინის პოტენციალის ოპტიმიზაციას და ნერვული კავშირების გაძლიერებას.
ღირებულება

სწავლის თვიური ღირებულება 120 ლარს შეადგენს.

ასაკი

მეთოდოლოგია გათვლილია 6-დან 15 წლამდე ბავშვებზე.

გრაფიკი

კვირაში ტარდება 1 მეცადინეობა, რომელიც ორ 45 წუთიან გაკვეთილს მოიცავს. სასურველ დღეს/დროს მშობელი რეგისტრაციის დროს თავად ირჩევს.

🧮 “სორობანი” საანგარიშო ინსტრუმენტია, რომელიც იაპონიაში მე-14 საუკუნიდან გამოიყენება
🧠 მენტალურ არითმეტიკაში მათემატიკური ოპერაციის შესრულებას ბავშვები სწორედ მისი გამოყენებით სწავლობენ
🖐 თავდაპირველად პატარები მასზე ფიზიკური შეხებით (ჩხირებზე კოჭების გადაადგილებით) ანგარიშობენ, დროთა განმავლობაში კი მისგან თავისუფლდებიან და “სორობანი” მათ წარმოსახვაში რჩება
✅ სორობანზე ანგარიში ავითარებს წვრილ მოტორიკას, ბავშვი კი, რომელსაც წვრილი მოტორიკა გამოკვეთილად მაღალ დონეზე აქვს განვითარებული, გამოირჩევა მსჯელობის, კონცენტრაციის, კოორდინაციის და წარმოსახვის კარგი უნარით

🇯🇵 სიტყვას “იკიგაი” ღრმა მნიშვნელობა აქვს და ის ჩვენი სკოლის ძირითად ფილოსოფიას გამოხატავს, სწორედ ამიტომ, დღეს ამ საინტერესო და განსაკუთრებულ ტერმინზე მოგიყვებით.

☀️ “იკიგაი” იაპონური კონცეფციაა, რომელიც ითარგმნება როგორც “არსებობის აზრი” ან “დილით გაღვიძების მიზეზი”. ის თავის თავში მოიაზრებს ცხოვრებაში სიხარულის, მიზნისა და თვითრეალიზების გზის პოვნის იდეას, მაგრამ ამ ყველაფრის მიღწევას მხოლოდ კონკრეტული ინდივიდის ვნებებს, ღირებულებებსა და შესაძლებლობებს შორის ბალანსის დაცვის ფრგლებში განიხილავს. ⚖️

🚀 ამ ყოველივედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თითოეულ ადამიანს საკუთარი “იკიგაის” საპოვნელად შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა დაეხმარება:

❓Რა მიყვარს?
❓Რა სჭირდება სამყაროს?
❓Რისი კეთება გამომდის კარგად?
❓Როგორ შეიძლება გამოვიმუშავო შემოსავალი?

🌸 Სკოლა “იკიგაიმ” აღნიშნულ კონცეფციაზე დაყრდნობით სწავლების შემდეგი პრინციპები შეიმუშავა:

👉 მიზანმიმართული განათლება: სახელი გამოხატავს ჩვენ მიერ აღებულ პასუხისმგებლობას – გავცეთ განათლება, რომელიც სცილდება აკადემიურ სწავლებას. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ მოსწავლეებს თავიანთი ძლიერი მხარეებისა და მისწრაფებების აღმოჩენაში, რაც მათ მიზანდასახულობას შეუწყობს ხელს.

👉 ჰოლისტიკური განვითარება: სკოლა განათლების ჰოლისტურ მიდგომას მიჰყვება, რომელიც ფოკუსირებულია არა მხოლოდ ინტელექტუალურ ზრდაზე, არამედ ემოციურ, სოციალურ და პიროვნულ განვითარებაზე.

👉 გაძლიერება და საკუთარი თავის აღმოჩენა: სკოლის მიზანია მოსწავლეების წახალისება იმისკენ, რომ აღმოაჩინონ თავიანთი ინტერესები, ღირებულებები და მისწრაფებები, ანუ მათი “იკიგაი”.

👉 კულტურული კავშირი: იაპონური სწავლების მეთოდის მიმართ ბავშვებში სიყვარულის დანერგვით პატარებს ადრეული ასაკიდან ვასწავლით კულტურული კავშირის დამყარებას და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოქცეული მრავალფეროვანი სიბრძნის დაფასებას.

✨ გისურვებთ საკუთარი “იკიგაის” აღმოჩენას!